1997- 2001 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ქართული ენისა და ლიტერატურაში. 2001 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიიღო ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2011 წელს სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით და მიიღო CBA ხარისხი. 2023 წელს გახდა საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის (EAGT) გეშტალტთერაპევტი, ხოლო 2024 წელს დაასრულა ორწლიანი პროგრამა „გეშტლტი ორგანიზაციებში“ (GPO). 2023 წელს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი. 2025 წლიდან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, იგი მუშაობს მეორე სადოქტორო კვლევით თემაზე: „ხელოვნური ინტელექტისა და კომუნიკაციური არქიტექტურის როლი: დეზინფორმაციის ინსტრუმენტები საინფორმაციო გამოშვებებში“.
მაგდა კოტრიკაძე არის ასოცირებული პროფესორი და ლექტორი უმაღლესი განათლების სასწავლებლებში, ასევე ის „ფსიქოპიარის“ მეთოდოლოგიის ავტორია. მას აქვს, ტრენერთა ტრენერის (TOT) და სტრატეგიული კომუნკაციების საერთაშორისო სერტიფიკატები, არის მოქმედი ტრენერი.
2018 წლიდან დღემდე მაგდა კოტრიკაძე არის საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
2021 წლიდან დღემდე მიჰყავს რადიო გადაცემა „მაესტროს ანატომია“, ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს სხვადასხვა სფეროში (კლინიკები, ჰოლდინგები, კერძო კომპანიები) და ასევე აქვს 15 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე სახელმწიფო სექტორში.
2020-2001 წლებში საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში იყო პროფესორის ასისტენტი
2021 წელს დააფუძნა შპს „ქამელეონი“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სამი დრამატურგიული ფესტივალი
2022 წლიდან დღემდე არის „SI“ - არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქოსოციალური დაცვა, უსაფრთხოება და ინტეგრაცია“-ს დირექტორი
2013-2017 წლებში მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე, ასევე ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
2016-2018 წლებში მუშაობდა „ფსიქოპროექტის“ ორგანიზაციული პიარის პოზიციაზე
2014-2015 წლებში იყო დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადის“ პიარის ხელმძღვანელის პოზიციაზე
2017-2020 წლებში იყო დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის პიარის ხელმძღვანელი და მის ფარგლებში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლების ექვსი პროექტი განახორციელა.
2011-2012 წლებში მუშაობდა info9-ის ინფორმაციული მონიტორინგის ანალიტიკური ანალიზის ჯგუფში
2011-2012 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „მაესტროში“ ჟურნალისტად
2009 -2011 წლებში იყო წყნეთის ბავშვთა სახლის დირექტორი
2004-2006 წლებში მუშაობდა დემირელის სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად
2004-2006 წლებში იყო აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი
2000-2004 წლებში მუშაობდა ევრობანკისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის გენერალური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მას აქვს, TOT - ტრენერთა ტრენერის ცენზი (კემბრიჯის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით); არის ტრენერთა ტრენერის სერტიფიცირებული სპეციალისტი (ხელმძღვანელი ზ. მხეიძე); 2022 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური გრანტების ფარგლებში გაიმარჯვა და განახორციელა „ტყუილის კვლევა ნეიროფიდბექისა და ბიოფიდბექის აპარატებზე“;
