უმაღლესი საფეხურის მეორე მოდულის 6 დღიანი ტრენინგი

Training marchრეგისტრაცია დაწყებულია! სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის უმაღლესი საფეხურის მეორე მოდულის 6 დღიან ტრენინგზე.

 ტრენინგის შესახებ:

წინაპირობა —უმაღლესი საფეხურის მოდული I

წარდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე (ქართულად ერთდროული თარგმნით)

უმაღლესი საფეხურის პირველი მოდულის 6 დღიანი ტრენინგის სრულდღიანი სესიები ჩატარდება თბილისში შემდეგ დღეებში: 1,2,3 მარტი 5,6,7 მარტი, დასვენება 4 მარტი, 2027.

ტრენინგის დაწყების დრო: საქართველოს დროით : დილის 10:00 საათი

უმაღლესი საფეხურის განმავლობაში სტუდენტები გაიგებთ როგორ იმუშაოთ კომპლექსურ ტრავმებთან და სინდრომებთან. გააფართოვებთ შეხების გამოყენებას SE პრაქტიკაში.

უმაღლესი საფეხურის მეორე მოდულის 6 დღიანი ტრენინგის თემატიკა:

სტუდენტები ისწავლიან:

თანმიმდევრულობა (კოჰერენტულობა) და SE შეხება – აქცენტი გაკეთდება უფრო კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეხების გამოყენება სხეულში არსებული ყველაზე ღრმა შოკური მდგომარეობების მისაწვდომად.

⭐️დატევა(კონტეინმენტი) და SE შეხება – სახსრებთან, დიაფრაგმებთან და ვისერალურ სტრუქტურებთან მუშაობის ერთ-ერთი მიზანია მაღალი ენერგიის მდგომარეობების შენარჩუნების უნარის გაზრდა სტაბილურობის დაკარგვის გარეშე.

⭐️ამ მოდულში სტუდენტები ჯერ იმუშავებენ სახსრებთან, შემდეგ – დიაფრაგმებთან, და ბოლოს – ვისერალურ სტრუქტურებთან.

⭐️სტუდენტები ისწავლიან SE შეხების ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპებს.

⭐️სკამი vs. მაგიდა ან ნოხი– შეხების პრაქტიკაში სხვადასხვა ზედაპირის გამოყენების თავისებურებები.

⭐️SE მოდელი: დიაფრაგმები – დიაფრაგმებთან მუშაობის ზოგადი პრინციპები.

⭐️SE მოდელი: ვისერა – ვისერალურ სტრუქტურებთან მუშაობა შეხების საშუალებით; ვისერასთან მუშაობა ხმის გამოყენებით.

⭐️SE შეხება: დატევა (კონტეინმენტური) მუშაობა vs. ენერგეტიკულ ჭასთან მუშაობა.

👩‍🎓ტრენერი: ლიანე პინტო

ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს გაუძღვებიან ასისტენტები - საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოლოგები/ფსიქოთერაპევტები და სხვა სპეციალობის უცხოელი პროფესიონალები.

სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის უმაღლესი საფეხურის მეორე მოდულის 6 დღიანი ტრენინგის სესიის საფასურია 1250 აშშ დოლარის

ეკვივალენტი ლარში (შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდა).

საქართველოში მცხოვრები და/ან მომუშავე პროფესიონალები მიიღებენ ფასდაკლებას. უმაღლესი საფეხურის მეორე მოდულის 6 დღიანი ტრენინგის

საფასურია 950 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდა).

2026 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, “early bird“-ის ფასია 1200 აშშ დოლარი.

საქართველოში მცხოვრებ და/ან მომუშავე პროფესიონალებისთვის 2026 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის სრულიად გადახდის შემთხვევაში, “early bird:-ის ფასია 900 აშშ დოლარი.

პროგრამის უმაღლესი საფეხურის მეორე მოდულის 6 დღიანი ტრენინგის რეგისტრაციის საფასურია 120 აშშ დოლარი (რეგისტრაციის თანხა შედის საფასურში და არ ექვემდებარება დაბრუნებას).

სომატური გამოცდილების სასწავლო პროგრამის უმაღლესი საფეხურის მეორე მოდულის 6 დღიანი ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ,

მიჰყვეთ ბმულს, შეავსოთ განაცხადის ფორმა და გადაიხადოთ რეგისტრაციის საფასური (120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში):

SE training program, Module II, Advanced Level

რეგისტრაცია დასრულდება 2027 წლის 31 იანვარს, ღამის 12 საათზე საქართველოს დროით!

რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება.

რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/.../106G4U2VDjpeefN1hrmzCuT9.../edit